ეროვნული გამოცდების ასისტენტი
ძვირფასო აბიტურიენტებო და მშობლებო! ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდა ყველა აბიტურიენტს ელის. სამი საათი, 60 ქულა და სამი ნაწილი: ტექსტის რედაქტირება, ლიტერატურული ტექსტის გააზრება და ესე. წარმატებას აქ ცოდნასთან ერთად სისტემური ვარჯიში და გამოცდის ფორმატის კარგად ცოდნა განაპირობებს. სწორედ ამისთვის შევქმენით ეროვნული გამოცდების ასისტენტი - აპლიკაცია, რომელიც 2027 წლის ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაში დაგეხმარებათ. ეს განათლების სახლისა და AiEdu.Ge-ის ერთობლივი პროექტია. 👉 დაიწყეთ ახლავე: exam.aiedu.ge რა არის ეროვნული გამოცდების ასისტენტი აპლიკაცია ბრაუზერში მუშაობს, ტელეფონზეც და კომპიუტერზეც. პროგრესი ინახება თქვენს ანგარიშზე: ტელეფონზე დაიწყეთ, კომპიუტერზე გააგრძელეთ. პირველი საგანია ქართული ენა და ლიტერატურა , მალე დაემატება ისტორია და მათემატიკა . განყოფილება რას გთავაზობთ სავარჯიშოები 6 თემა: გრამატიკა და მართლწერა, პუნქტუაცია, ტექსტის რედაქტირება, ლექსიკა და ფრაზეოლოგია, ლიტერატურა, წაკითხულის გააზრება. ყოველ პასუხს განმარტება მოსდევს. საცდელი გამოცდა სრული გ...